სამართალი
საქართველოს სუს-ის უფროსი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები: ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შენგელი ფიცხელაური და გიგა ნიკოლეიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ორი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს.

გრიგოლ ლილუაშვილმა და დურსუნ ჰასანოვმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.