პოლიტიკა
პრეზიდენტი ზურაბიშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სინძო აბეს შეხვდა.

ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ვიზიტის დროს დავრწმუნდით, რომ საქართველო და იაპონია ძალიან მეგობრული ერები არიან, რომლებიც თანამშრომლობენ ვაჭრობაში, ტურიზმში და კულტურაში. ჩვენი ამოცანა ამ კავშირების გაძლიერებაა, – წერს სალომე ზურაბიშვილი.