პოლიტიკა
საქინფორმი: საქართველოზე იოლად ბიზნესის დაწყება მხოლოდ ახალ ზელანდიაში შეიძლება, მაგრამ სახელმწიფოს არ შეუძლია და არც უნდა დაეყრდნოს მხოლოდ კერძო სექტორს

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing Business) 2020 წლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. შესაბამის კვლევას მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი ერთი პოზიციით გაუარესდა, რადგან 2019 წლის ანგარიშში ქვეყანა მეექვსე ადგილს იკავებდა.

ამასთან, 2020 წლის ანგარიშში საქართველო შეფასებულია 83,7 ქულით. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შეადრებით 0,2 ქულით გაუმჯობესდა.

რეიტინგის შედგენა 10 ინდიკატორის მიხედვით ხდება. აქედან საქართველოს ხუთ ინდიკატორში ქულების მატება აქვს, ხუთი ინდიკატორის ქულა კი უცვლელი დარჩა.

საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოს ბიზნესის დაწყების სიმარტივის კუთხით აქვს. ამ მხრივ ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ ახალი ზელანდია უსწრებს, ხოლო მეხუთე ადგილზეა საკუთრების რეგისტრაციის ინდიკატორით. მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვის მხრივ საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს.

მსოფლიო ბანკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ მშენებლობის ნებართვების მხრივ გააუმჯობესა მშენებლობის ხარისხის კონტროლი ინფორმაციის საჯაროობის გაზრდით.

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს ახალი ზელანდია 86,8 ქულით. მას მოჰყვებიან სინგაპური, ჰონკონგი, დანია, სამხრეთ კორეა და აშშ. საქართველოს გარდა, პირველ ათეულშია კიდევ დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და შვედეთი. 190 ქვეყანას შორის ბოლო სამეულს ვენესუელა, ერითრეა და სომალი წარმოადგენენ.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში სომხეთი 47-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი – 34-ეზე, თურქეთი – 33-ეზე, რუსეთი – 28-ეზე.

საქინფორმი ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ახალი ბიზნესის გახსნის პროცედურები სააკაშვილის წინა ხელისუფლებამ გაამარტივა, მაგრამ საქართველოს უცხოელი "მეგობრები", რომლებიც ასეთი რეიტინგებს ადგენდნენ და აღფრთოვანებას გამოხატავდნენ "დემოკრატიის შუქურით" - მაშინდელი პრეზიდენტით, არცკი ეჭვობდნენ, რომ ყველა ბიზნესი ტოტალურად გადასახადებით იბეგრებოდა. ურჩებსა და წარმატებულებს კი, ვინ უარს ამბობდა სპეცანგარიშებზე თანხების გადარიცხვაზე გენპროკურატურაში, არაადამიანურად აწამებდნენ და აიძულებდნენ, მთელი ბიზნესი და უძრავი ქონება ხელისუფალთა ნათესავებზე, ან სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებზე გადაეფორმებინათ.

ივანიშვილის ახალი ხელისუფლების პირობებში, შეწყდა წამებისა და რეკეტის პრაქტიკა, თუმცა ხელისუფლებაში ნაცნობობის, ე.წ. "კრიშის" გარეშე, მისი უწინდებურად წარმართვა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, რამდენიმე დღის წინ, ახალი პრემიერ-მინისტრი გახარია ბიზნესმენებს დაჰპირდა, რომ მოსპობს ყველა, მათი ბიზნესის ხელისშემშლელ დაბრკოლებას. მაგრამ მაშინაც კი, თუ პრემიერ მინისტრი - ყოფილი ბიზნესომბუდსმენი, რომელიც პირადად იცნობს საქართველოში ბიზნესის კეთების პრობლემებს - მაქსიმალურად შეასრულებს ყველა მის დაპირებას, განა შეიძლება ნორმალური სახელმწიფოს ეყრდნობოდეს და მხოლოდ კერძო სექტორზე იყოს დამოკიდებული?

მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ეკონომიკებში, სახელმწიფო მონოპოლების წილი ჭარბობს კერძო სექტორს და ეს დისბალანსი კიდევ გაიზრდება, იმიტომ, რომ, როგორც ახლახან თავის ინტერვიუში გლობალიზაციის პრობლემების ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჭაჭიამ აღნიშნა, მთელს მსოფლიოში კაპიტალიზმი ჩიხში შევიდა - მსოფლიო აღარ ვითარდება კაპიტალიზმის ფარგლებში. ის უბრალოდ დასრულდა, ამოწურა თავი. კაპიტალისტური წყობისას რუსეთი განწირულია ზუსტად ისევე, როგორც საქართველო ... რომელიც 90-იან წლებამდე იყო ძალიან განვითარებული აგრარულ-ინდუსტრიული რესპუბლიკა".

დავუბრუნდეთ საქართველოს თავისი მცირე ეკონომიკით, რომელიც თითქმის მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული (ექსპორტი და იმპორტი, ტურისტები და ინვესტორები): კერძო ბიზნესში დასაქმებულია მოქალაქეების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა, უმუშევართა რაოდენობასთან შედარებით; ხოლო საგადასახადო დათმობებისა და რეგულაციებისგან, რომლებსაც მთავრობა განახორციელებს, არამარტო მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ სარგებელს, არამედ ცნობილი ქართული კომპანიები და ბანკები, უფრო სწორად, მათი მფლობელები, მილიონერები, რომლებიც ესწრებოდნენ გახარიასთან შეხვედრას.

ამიტომ მხოლოდ ქართული სოფლის, სოფლის მეურნეობისა და, მეორეს მხრივ, დიდი და მცირე ინდუსტრიული საწარმოების აღორძინება, მიტოვებული ქარხნებისა და ფაბრიკების ამუშავება აქცევს საქართველოს სტაბილურ ქვეყნად და გაამდიდრებს მის მოსახლეობას. და, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მეგა პროექტში "ერთი სარტყელი - ერთი გზა"მონაწილეობა, რაც შეუძლებელია რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების გარეშე.

საქინფორმის რედაქცია