სამართალი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

 საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოქრუაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.

ოქრუაშვილის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალში დარჩენას ითხოვდა ბრალდების მხარე, ვინაიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე კვლავ არებობს.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ საქმეზე მხოლოდ პოლიციელები არიან მოწმეები. შესაბამისად, მათზე ოქრუაშვილი ზეგავლენას ვერ მოახდენდა. ადვოკატმა გირაოსთან ერთად, შუამდგომლობაში სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებაც მოითხოვა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.