უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი - აშშ-მ ქურთ მოკავშირეებს უღალატა

 საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. კრემლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უღალატა და მიატოვა სირიელი ქურთები და მოუწოდა მათ, დატოვონ თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიები, - ამის თაობაზე განცხადება კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

„ამერიკის შეერთებული შტატები ქურთების უახლოესი მოკავშირე იყო ბოლო წლების მანილზე, მაგრამ, საბოლოოდ, მან ისინი მიატოვა, უფრო სწორად მათ უღალატა“, -განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ ახლა ამერიკელები „თითქმის აიძულებენ ქურთებს ეომონ თურქებს“.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა, სოჭში 10-პუნქტიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს, რომ ქურთების ყველა დანაყოფი და მათი შეიარაღება უნდა გავიდეს მანბიჯიდან და თალ რიფათიდან.

interpressnews.ge