სამართალი
სუს-ის უფროსი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.

სუს-ში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეებისა და საერთო გამოწვევების დასაძლევად საქართველოსა და ნატო-ს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს.