სამართალი
მესტიაში ძმამ ძმა მოკლა

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში ძმამ ძმა მოკლა, იუწყება „Sputnik - საქართველოს" კორესპონდენტი მესტიიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას, რომელიც გუშინ, ღამით მოხდა, წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.

ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებულია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108 მუხლით, რაც გაზრახ მკვლელობას გულისხმობს.