უცხოეთი
ალექსანდრ ლუკაშენკო 2016 წლის შემდეგ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში პირველად ჩავა

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო 2016 წლის შემდეგ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში პირველად ჩავა.

ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანული გამოცემის ცნობით, ბელარუსის ლიდერი 12 ნოემბერს ვენას ეწვევა.

ამის შესახებ განცხადება ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ, გერმანელ კოლეგა ჰაიკო მაასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მაკეის თქმით, ლუკაშენკო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ მიიწვია, მათ შორის არის ავსტრიაც.

„ავსტრიელ კოლეგებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ვიზიტის ეკონომიკურ პროგრამაზე ვმუშაობთ. ამას გარდა, დაგეგმილია ბელარუსისა და ავსტრიის პრეზიდენტის მოლაპარაკებებიც”, – განაცხადა მაკეიმ.

ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირს ბოლოს 2016 წლის მაისში ეწვია. მაშინ ბელარუსის ლიდერი იტალიაში იმყოფებოდა.

1tv.ge