რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს დეოკუპაცია თბილისიდან უნდა დაიწყოს!

     ორშაბათის ტრადიციულ ინტერვიუში, “საქინფორმი”- მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი კომენტარს აკეთებს გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ასაც უშუალო თუ ირიბი შეხება ჰქონდა საქართველოსთან.

- ბატონო არნო, რამ გამოიწვია რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადება სერბულ გაზეთ «Вечерние новости»– სთან ინტერვიუში იმის თაობაზე, რომ რუსეთი, როგორც დიდი ბირთვული ქვეყანა, უპასუხებს პოლიტიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით, თუ ნატო მის ირგვლივ თავის ბაზებს განათავსებს? მისი აზრით, შიდა კონფლიქტების მქონე ქვეყნების ნატოში ჩათრევის მცდელობებს შესაძლოა ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს: ”რა ემართება საქართველოს?! რა ემართება უკრაინას?! ეს ქვეყნები რთულ ვითარებაში არიან! ”, - აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, რის შემდეგაც ქართულმა ოპოზიციამ დიდი აურზაური ატეხა - აქაოდა, რუსეთი საქართველოს უკვე ბირთვული დარტყმით ემუქრება...

- დიახ, ეს რუსეთის მორიგი ექსკლუზიური გაფრთხილება იყო, თუმცა არა იმდენად საქართველოს და უკრაინის, რამდენადაც ნატოსა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობისთვის. ამიტომ, რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება საქართველოსა და უკრაინისთვის საფრთხის შემცველად არ მიმაჩნია. პირიქით, ეს იყო მეგობრული - მედვედევი, როგორც ხედავთ, თანაუგრძნობს ჩვენს ქვეყნებს, ესმის, რომ ჩვენი ხელისუფლება დამოკიდებულ მდგომარეობაში იმყოფება, ხელ-ფეხ შეკრულია ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ. მისცეს რა ნატოსა და აშშ-ს თავისი უმნიშვნელოვანესი დისკრეცია - დამოუკიდებლად აწარმოოს საკუთარი საგარეო პოლიტიკა - დღეს საქართველო და უკრაინა "ორ ცეცხლს შუა" აღმოჩნდნენ, აი რა ჰქონდა მხედველობაში რუსეთის პრემიერს.

- მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ჩიხიდან თავის დაღწევის სურვილის, მით უფრო „მონანიების“ რაიმე ნიშანს ოფიციალური თბილისის მხრიდან - კვლავაც ერთი და იგივე ყოველდღიური განცხადებები საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის შესახებ, რაც გადახედვას არ ექვემდებარება ...

- სამწუხაროდ, ჩვენ უფრო და უფრო ღრმად ვეფლობით, მაგრამ „ფსკერი“ უკვე ძალიან ახლოსაა, გაგვაფრთხილა მედვედევმა. ამიტომაც არ ხდება პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა რუსეთთან, სადაც რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნეს - ამისათვის აუცილებელია თბილისიდან თუნდაც ერთი დამაიმედებელი სიგნალი, რომელსაც დღემდე მოსკოვს არ მიუღია. ჩვენ „სამაშველო რგოლი“ გადმოგვიგდეს, მაგრამ ჩვენ მას ხელი ვკარით და კონვულსიურად ვფართხალებთ მეზობლების გასაკვირად...

   სწორედ ამიტომ, საქართველოს დეოკუპაცია უნდა დაიწყოს არა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, არამედ თბილისიდან! საქართველოს დედაქალაქი ოკუპირებული აქვთ დასავლეთის გავლენის, მათ შორის - დაზვერვების აგენტებს; მათ შეაღწიეს ძალაუფლების ყველა შტოში და აკონტროლებდნენ მას; მათგანაა დაკომპლექტებული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აშანტაჟებენ ხელისუფლებას და რუსეთის სასარგებლოდ კოლაბორაციონიზმში ამხელს; მთავარი ოკუპანტები კი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებიც "მოკლე საბელით“ მართავენ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. წინა შაბათს თავგასული ეჯეოშნიკები, არმიის აღჭურვილობის მაღაზიიდან გაქცეული მანეკენის, გვარად “ქაცარავას” ხელმძღვანელობით, აბუჩად იგდებდნენ ქართველ პოლიციელებს, ცდილობდნენ გამყოფი ხაზისკენ გაჭრას და პროვოკაციის მოწყობას, თუმცა სოფელ ატოცის მახლობლად რკინის მავთულხლართების აღმართვა იყო 2008 წლის შემდეგ დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებისა და რუსი მესაზღვრეების მიერ დაწყებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის - ე.წ. ქართულ-ოსური საზღვრის მოწყობის გაგრძელება.

აი რაში იღებენ ისინი მილიონობით დოლარს ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტიდან! „2020 ფინანსური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, უცხოური ოპერაციებისა და მონათესავე პროგრამების (SFOP) ასიგნებათა შესახებ” კანონის შესაბამისად, ისინი 132 მილიონ აშშ დოლარს მიიღებენ, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიაში. კერძოდ, 40 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხება უცხოური შეიარაღებული ძალების დაფინანსების ფონდიდან (FMF), რაც 5 მილიონით მეტია გასულ წელთან შედარებით.

- მაგრამ განა ეს თანხა იმდენად დიდია, რომ გარისკო?!

- სააკაშვილს მილიარდობით აძლევდნენ, ახლა სიტუაცია შეიცვალა და იძულებულია მილიონებით დაკმაყოფილდეს, რათა ხელფასებს ამყოფინოს ... მაგრამ სამშობლოს გაყიდვა არ შეიძლება არავითარ ფულზე - არც დიდზე და არც მცირეზე! და თუ ყველაფერს ფულში გადავიყვანთ, მაშინ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დანაკლისი რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირებისა და რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტის გამო, 25 ივნისიდან დღემდე (გავრი;ლოვის დელეგაციაზე თავდასხმის შედეგად), ანუ ოთხ თვეში, ოთხჯერ აღემატება ამერიკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ თანხას მთელი მომავალი წლისთვის!

- დავუბრუნდეთ რუსეთის პრემიერის ინტერვიუს ბელგრადში გამგზავრებამდე. ყოველივე იმის გათვალისწინებით, რაც თქვენ თქვით, განა არსებობს პრემიერ მედვედევის სიტყვების სხვა ინტერპრეტაცია - ”რუსეთი არის დიდი ატომური ქვეყანა, რომელიც მიიღებს ზომებს სამხედრო გაგებით”? ანუ, რუსეთი მზადაა გაანადგუროს საქართველო ბირთვული დარტყმით, თუ ნატოს სამხედრო ბაზა აქ გამოჩნდება, ხოლო პრემიერი მედვედევი ისეთივე „კეთილგანწყობილი“ იქნება საქართველოს მიმართ, როგორც 2008 წლის აგვისტოში, პრეზიდენტის რანგში?!

- პატარა საქართველოს მთელი ტერიტორიის კონტროლქვეშ მოსაქცევად რუსეთს მხოლოდ ორი საათი და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მდებარე სამხედრო ბაზებზე განთავსებული ძალები სჭირდება. რუსული ქვედანაყოფების "საწვრთნელ" მსვლელობას, ტანკებისa და ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით, ვერ შეეწინააღმდეგება ვერც ნატო, ვერც აშშ და, მით უმეტეს, საქართველოს შეიარაღებული ძალები. თუმცა, 2008 წლის შემდეგ, რუსეთი ყველაფერს სამმაგი თადარიგით აკეთებს, ასე რომ, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებსა ან უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული წყლებში განთავსებული ნატოს ბაზებისკენ გაცილებით უფრო მძლავრი უახლესი რუსული იარაღი იქნება მიმართული - სარაკეტო სისტემებიც, სამხედრო-კოსმოსური ძალებიცა და უპილოტო თვითმფრინავებიც და, რა თქმა უნდა, სამხედრო ავიაციაც და ფლოტიც. იმიტომ, რომ ნატო არის რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი სამხედრო ბლოკი, რომელიც შექმნილია მის წინააღმდეგ საბრძოლველად, და არა კეთილშობილი ქალწულების ინსტიტუტი და დემოკრატიის ციტადელი! ძალაუფლებისთვის, ანუ ამერიკული გრანტებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის გაყოფის უფლებისთვის, ერთმანეთთან ბრძოლაში, რამდენიმე კლანი საქართველოს ხელისუფლებაში იმდენად გაერთნენ, რომ ვერ ამჩნევენ მკვეთრად შეცვლილ ბალანსს მსოფლიოში. აშშ, როგორც კი მყარ წინააღმდეგობას წააწყდება, მაშინვე უკან იხევს და ბოდიშსაც იხდის! გახსოვთ? ტრამპმა ჯერ შეურაცხყოფა მიაყენა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს და "მსუქანა ქონდრისკაცი" უწოდა, მაგრამ როდესაც ვერ შეძლო კიმ ჩენ-ინის გატეხვა, მაშინ "დიდ ლიდერად" და "მეგობრად" მონათლა! გასულ კვირას ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს ”სულელი” უწოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ერდოღანმა მის წერილს სანაგვე ყუთში ჩაუძახა, ”მეგობრის” და ”საოცრად კარგი ლიდერის” ძახება დაუწყო. თუმცა ამ მაგარ ლიდერებს ძალას მათ ზურგსუკან მდგომი რუსეთი აძლევდა - როცა შენი პარტნიორი პუტინია, შეგიძლია აშშ-ის პრეზიდენტსაც კი გაუკადნიერდე, გამოცადო ბირთვული რაკეტები და დაიწყო ომები ამ უკანასკნელის რისხვის მიუხედავად! განა ერდოღანმა სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია შეწყვიტა? ”არა! და რა, განა ტრამპმა გაანადგურა საპასუხოდ თურქეთის ეკონომიკა, როგორც დაჰპირდა?! კვლავაც - არა! რა თქმა უნდა, საქართველო ჩამორჩება სამხედრო და ეკონომიკურ სიძლიერის თვალსაზრისით კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესუბლიკასაც და თურქეთსაც, მაგრამ ეს ფაქტორები პირწმინდად ქრება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია შენი სტრატეგიული პარტნიორია!

- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაუყოვნებლივ უპასუხა მედვედევს და განაცხადა, რომ "საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ის არავის ემუქრება".

- გახარიას ახალი არაფერი უთქვამს, ეს ცნობილი ძველი კლიშეა სერიიდან "ნატო არა მხოლოდ სამხედრო ალიანსი, არამედ კულტურული და დემოკრატიული ფასეულობების მატარებელია". ამ საკითხის ორი მხარე არსებობს, რომლებიც არ უნდა აგვერიოს. თავად ჩვენ, ქართველები, რა თქმა უნდა, არავის არ ვემუქრებით მსოფლიოში, რადგან მუქარის უნარი არ შეგვწევს. და თუ კიდევაც საფრთხეს ვუქმნით ვინმეს, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს! მაგრამ ჩვენ ერთი ცუდი თვისება გვაქვს - ზომიერების შეგრძნება არ გვაქვს! რაკიღა გადავწყვიტეთ ევრო-ამერიკელები გავმხდარიყავით, მზად ვართ ნატო-ს მთელი ჩვენი დარჩენილი ტერიტორია დავუთმოთ, ჩვენ ”სტუმართმოყვარე” ვართ, არ გვენანება! ვერ ვამჩნევთ, რომ ნელ-ნელა სტუმრებად ვიქცეით საკუთარ მიწაზე ... ასე რომ, თუ ნატო "შემოარჭობს", როგორც ამას მედვედევი ამბობს, თავის ბაზას საქართველოში, როგორც "ფალიას" ისედაც უკვე ფეთქებადსაშიშ რეგიონში, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, საფრთხეს შეუქმნის რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს კავკასიაში და მის სახელმწიფო უსაფრთხოებას სამხრეთ საზღვრებზე, რუსეთ-საქართველოს საზღვრის მთელ სიგრძეზე. რუსეთი ჯერ იძულებული გახადეს, დაეცვა თავისი დასავლეთის საზღვრის მთელი პერიმეტრი, ახლა კი სამხრეთისაც, რათა ომის შემთხვევაში გარს შემოერტყან, მოაქციონ ალყაში ისე, რომ მრავალ ფრონტად დაიშალოს! გესმით, რომ ეს ჰიტლერის ტაქტიკაა?! ჭკუასუსტ ნატოს სტრატეგებს "გამორჩათ", რომ რუსეთთან ომის შემთხვევაში ქვეით ოპერაციებამდე საქმე არ მივა და მათი ჯარისკაცები სამუდამოდ დარჩებიან გამობუგულ ტანკებში ისე, რომ ვერც მოასწრებენ შიშით მოსაქმებას პამპერსებში, რომლებსაც მათ ბრძოლის დაწყებამდე ურიგებენ...

ყველაფერი, რაც ვთქვი, სრულად ეხება უკრაინასაც.

- რაკიღა პრემიერმა მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში შეთრევა მისი ქარტიის საწინააღმდეგოდაც კი სურთ, რომელიც კრძალავს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის მქონე ახალი წევრების მიღებას, მაშასადამე საქართველოს "ექსკლუზიური" მიღება ნატოში შესაძლოა უახლოეს დროში განხორციელდეს?

- არა, უბრალოდ, პენსიონერების ჯგუფი, რომლებმაც თბილისში სტუმრობას მოუხშირეს ხინკალზე - კოფი, კარპენტერი, კრამერი, რასმუსენი და ბრაიზა - ბოლო ხანებში იმდენს ყბედობდნენ "კვიპროსის ვარიანტზე", ალიანსში საქართველოს მიღებაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ე.წ. წესდების მე -5 პარაგრაფის გარეშე, რომ რუსეთი იძულებული გახდა რეაგირება მოეხდინა და გაეფრთხილებინა, რომ სულაც არ არის აღფრთოვანებული ამ პროექტით.

- ”ეს არ გვხიბლავს”, - განაცხადა მედვედევმა ინტერვიუში და, გარდა სამხედროსი, მოიხსენია რუსეთის პოლიტიკური პასუხიც. ”ჩვენ პასუხს გავცემთ პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით” - როგორც ხედავთ, პოლიტიკური რეაქცია სამხედროზე წინაც კი დგას, მაგრამ საქართველოში ამაზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა. რატომ? და რა სანქციებს გულისხმობდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ პასუხში?

- ქართველი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები და ენჯეოშნიკები არანაირ კომენტარს არ აკეთებენ მედვედევის სიტყვებზე, რუსეთის მიერ საქართველოსთვის პოლიტიკური პასუხის გაცემის ნაწილში საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციებისთვის ორი მიზეზის გამო: თავისი ინტელექტუალური უბადრუკობის გამო - ეს ძირითადად ეხება სოროსისა და სააკაშვილის მიერ „მაკდონალდში“ კოკა-კოლაზე, გენმოდიფიცირებულ ფასტფუდსა და ანტირუსულ პროპაგანდაზე აღმოცენებულებს; მეორე მიზეზია - კომენტარის გაკეთება მათთვის არ იყო მომგებიანი - ეგება და რა სანქციები შეიძლება მოჰყვეს რუსეთის მხრიდან, ამიტომ ისინი დუმდნენ.

პირველი რაც გონებაში მიტივტივდება, ის არის, რომ საბოლოოდ, პუტინი ხელს მოაწერს სახელმწიფო დუმის მიერ ჯერ კიდევ ივნისში, ე.წ. "გავრილოვის ღამეების" შემდეგ, შეტანილ კანონპროექტს, რომელზე ხელმოწერისგანაც თავს იკავებს ბოლომდე. რუსეთი უარს იტყვის ქართულ ექსპორტზე, რაც დაუყოვნებლივ გამოიწვევს დეფოლტსა და სახალხო რევოლუციას საქართველოში. გარდა ამისა, რუსი ტურისტებისათვის არ იქნება რეკომენდებული საქართველოში სტუმრობა და აიკრძალება ფულადი გზავნილები საქართველოში. გამოიცანით, რას უზამს ამის შემდეგ ხალხი ევროატლანტიკურ ქართველებს, რომლებიც ქუჩაში ცხვირის გამოყოფას გაბედავენ!

 - და ბოლო კითხვა: საპარლამენტო არჩევნები - 2020 საქართველოში. რას უქადის ისინი ქართველ ხალხს? რა პარლამენტს მივიღებთ და მოახდენს თუ არა ის გავლენას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირებაზე?

- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები არ გაუმჯობესდება, სანამ, როგორც ვთქვი, თბილისი არ იქნება დეოკუპირებული. სამთავრობო დაწესებულებები უნდა დატოვონ თავცარიელმა რუსოფობებმა - უმრავლესობის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ძალაუფლების სრული უზურპაცია მოახდინეს. ასევე, პარლამენტის წინ უნდა გაიწმინდოს რუსთაველის გამზირი არამზადებისგან, რომლებმაც ქართველთა სისხლით გაჟღენთილი ამ მიწის ოკუპაცია მოახდინეს, უკვე ორი წლის განმავლობაში რომ აწყობენ ანტისახელმწიფოებრივ და ანტირუსულ „ტუსოვკებს“, სანამ კვლავ არ უცდიათ პარლამენტის ხელში ჩაგდება, ამა წლის 24-დან 25 ივნისის „გავრილოვის ღამის“ შეცდომების გათვალისწინებით. აი მაშინ აღდგება პირდაპირი ავიამიმოსვლებიც, ხოლო ჩვენს ქვეყნებს შორის ვიზები გაუქმდება.

რაც შეეხება ახალ პარლამენტს: სიები უკვე შედგენილია, ახლა უკვე მიმდინარეობს ბრძოლა „გამავალი“ პარტიების მესამე და მეოთხე ათეულში მოსახვედრად. ზოგადად, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ეს პარლამენტი დაემსგავსება ვეჩეს, 1992 წლის პარლამენტს შევარდნაძის ხელმძღვანელობით, ანუ იქნება ბევრი ყვირილი და ცოტა საქმე.

ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე, მაგრამ არ მგონია, რომ დარჩენილი წლის განმავლობაში საქართველოში დაამარცხებენ მთავარ სნეულებას, რომლითაც დაავადებულია მისი ხელსიუფლება - ნეპოტიზმს. სააკაშვილის შემდეგ აქ არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება კვლავაც მხოლოდ ნაცნობობით არის დაკომპლექტებული, დიდძალი ფულის სანაცვლოდ, და უსიტყვო შემსრულებლების მიერ, რომლებზეც სერიოზული კომპრომატები არსებობს. ამიტომ ნიჰილიზმი ამომრჩეველთა შორის ძალიან მაღალია, ისინი სპეციალურად მიიყვანეს ისეთ მდგომარეობამდე, როდესაც მათ შეწყვიტეს ელემენტარული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღქმა. თუ მოქალაქისთვის სულერთია როცა ჩინოვნიკი სახელმწიფო ბიუჯეტს ქურდავს - აქაოდა, ოღონდ ჩემი ჯიბიდან არ ამოიღონო, როდესაც მოქალაქეებს არ ესმით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სწორედაც რომ მათი ჯიბეა, და ისინი არ აპროტესტებენ, როდესაც მათი ფულით ყიდულობენ უმაქნის ამერიკულ იარაღს, მაშინ ასეთი ამომრჩევლისგან ფხიზელ არჩევანს არ უნდა ველოდოთ.

    თუმცა, ვნახოთ, თუ რა შეუძლია გააკეთოს ახალ პრემიერ გახარიას მარტო, მისი დანიშვნიდან ძალიან ცოტა დრო გავიდა იმისათვის, რომ ხელშესახებ პოზიტიურ ცვლილებებზე ვილაპარაკოთ. გუნდის გარეშე მას გაუჭირდება არაკეთილისმსურველებით გარშემორტყმულს ძალაუფლების უმაღლეს წრეებსა და მტრებს - ოპოზიციას შორის. არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მსოფლიოში დახეტიალობს სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით და, თავისი საზღვარგარეთული ვოიაჟებისას, ნებისმიერ წუთს შეიძლება დაახეთქოს მორიგი სისულელე. სწორედ მისმა განცხადებამ გამოიწვია შედეგად პუტინის ბრძანებულება საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტმა ასობით მილიონი დოლარი იზარალა, რაზეც უკვე ვისაუბრე ინტერვიუს დასაწყისში.

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი
2019 წლის 21 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი