რელიგია
პატრიარქმა საკვირაო წირვის შემდეგ წმინდა ამბროსი ხელაიას მოღვაწეობაზე ისაუბრა

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საპატრიარქო ტაძარში წირვის შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა, იუწყება პირველი არხი.

წმინდა ამბროსი ხელაია 1921-1927 წლებში იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, 2013 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

პატრიარქმა წმინდა ამბროსი ხელაიას ცხოვრებაზე ისაუბრა, რომლის ხსენებასაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღნიშნავს.

გილოცავთ ამბროსი ხელაიას ხსენების დღეს. უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია იყო დიდი მოღვაწე, თავდადებული მოღვაწე. ჩვენ თავსა და ქედს ვიხრით მის წინაშე. დიდი გაჭირვება და განსაცდელი გამოიარა მან. მისი ლოცვა შეგვეწიოს. ეკლესიამ აღიარა ის, როგორც წმინდანი, როგორც აღმსარებელი“, - აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ ასევე ისაუბრა ამერიკის ქართული სამღვდელოების იუბილეზე და ეპარქიას დღესასწაული მიულოცა.

დღეს კიდევ ერთი დღესასწაულია. დღესასწაული ამერიკის ქართული სამღვდელოებისა. მე ვულოცავ ეპისკოპოს საბას, რომელიც ხელმძღვანელობს ამერიკის ეკლესიას. ეს მრევლი და სამღვდელოება იყო დაარსებული ბათუმის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის მიერ. ჩვენგან წავიდა დიდი დელეგაცია, რათა მიიღონ მონაწილეობა ამ ზეიმში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ და მოგცეთ შვილები ბრძენი, თავდადებული სამშობლოსათვის“, – მიმართა პატრიარქმა მრევლს.

პატრიარქმა საკვირაო წირვის შემდეგ მოჭადრაკეები დალოცა.