სამართალი
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დაკავებული ქართველების – დარეჯან კოხტაშვილისა და ბაბუცა გორდაძის – გათავისუფლების შესახებ თხოვნის წერილს მალაიზიელ კოლეგას უახლოეს დღეებში გაუგზავნის.
ისინი სამართალდამცველებმა მალაიზიაში ნარკოტიკების დიდი რაოდენობით გადატანისთვის გასული წლის ოქტომბერში დააკავეს. ადგილობრივი კანონმდებლობით, ბაბუცა გორდაძესა და დარეჯან კოხტაშვილს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.