სამართალი
სისხლიანი გარჩევა ვაკეში - სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ყიფშიძის ქუჩაზე 30 სექტემბერს მომხდარ სისხლიან გარჩევებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ინცინდენტის ერთ-ერთი მონაწილე ლევან ძნელაძე დააკავეს, რომელიც აქამდე დაზარალებულად ითვლებოდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

30 სექტემბერს, ვაკეში ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი შელაპარაკებისას ორი მამაკაცი დაიჭრა, რომელთა შორის ერთ-ერთი თავად ლევან ძნელაძე იყო.

30 სექტემბერს ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 1972 წელს დაბადებული ლ.ძ. დააკავეს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე საქმეზე სამართალდამცველებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ორი პირი 10 ოქტომბერს თბილისში უკვე დააკავეს.

1962 წელს დაბადებულ ზაზა ცინცაძეს და 1973 წელს დაბადებულ დავით ჯაშს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

1962 წელს დაბადებულმა ზ.ც.-მ და 1973 წელს დაბადებულმა დ.ჯ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიაყენეს. თუმცა, გამოძიებით ასევე გამოიკვეთა, რომ ზ.ც.-ს და დ.ჯ.-ს მიერ ლევან ძნელაძის მკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ზ.ც.-ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ლევან ძნელაძე, რომელიც მძიმედ იყო დაჭრილი, ხეჩინაშვილის კლინიკიდან უკვე გაწერეს.

„ოფიციალურად დღეს გაუწერიათ, მე არ ვიცოდი ეს. როდესაც ჩამოიყვანეს, აქ ელოდებოდნენ. ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა და ინვალიდის ეტლით გადაიყვანეს. ექიმები გასინჯავენ, თვითონ დროებითი მოთავსების იზოლატორშია და, სავარაუდოდ, ისევ საავადმყოფოში გადაიყვანენ ბადრაგის ქვეშ“, - განუცხადა გელა ნიკოლეიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წაყენებული ბრალდება გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას და ტარებას და სხეულის განზრახ

ის არავის დაჭრაზე არ ლაპარაკობს. რაც შეეხება იარაღზე, ამაზე ჯერჯერობით არ გვისაუბრია, მაგრამ მე არავინ არ დამიჭრიაო, ამბობს", - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, დარჩება თუ არა ლევან ძნელაძე პატიმრობაში, სასამართლომ ამაზე 48 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.