რელიგია
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში დღეს შემოქმედებითი საღამო „იმედის ქალაქი“ გაიმართება.
საღამოს წარუძღვებიან პოეტი თემურ ჩალაბაშვილი და მარიამ მჭედლიშვილი. აფხაზეთის თემაზე ლექსებს წაიკითხავენ თემურ ჩალაბაშვილი, ნინო მაჭავარიანი და მარიამ მჭედლიშვილი; გამოიფინება ქართველი მხატვრის – ელდარ ქავშბაიას ფერწერული ტილოები სერიიდან „აკრძალული ქალაქი“.