უცხოეთი
ერდოღანი შესაძლოა, რუსეთს ეწვიოს

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, შესაძლოა, ოქტომბრის ბოლოს რუსეთს ეწვიოს, - ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ კრემლის პრეს-სპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე, დაყრდნობით იუწყება.

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სამშაბათს სატელეფონი საუბარი შედგა, რა დროსაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა თურქეთის პრეზიდენტი რუსეთში მიიწვია და ერდოღანი ამ შეთავაზებას დასთანხმდა.

interpressnews.ge