აქტუალური
ბაიდენი: თუ ტრამპს ხელახლა აირჩევენ, ნატო აღარ იარსებებს!

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ჯო ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპმა საგარეო პოლიტიკა არ იცის. ამის შესახებ „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ოჰაიოში გამართული პოლიტიკური დებატების დროს განაცხადა. ბაიდენმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის მიდგომა რუსეთისადმი.

ჩვენი პრეზიდენტი არეულად მოქმედებს, მან არაფერი იცის საგარეო პოლიტიკის შესახებ და მხოლოდ მისი პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შიშით მოქმედებს. რუსეთი ცდილობს, ზეგავლენა მოახდინოს და გახლიჩოს ნატო. ამ დრო კი ჩვენი პრეზიდენტი აცხადებს, პუტინის სჯერა და აშშ-ის დაზვერვის არ სჯერა. ტრამპს პრეზიდენტად ხელახლა თუ აირჩევენ, გპირდებით, ნატო 4-5 წელიწადში აღარ იარსებებს. ჩვენს უსაფრთხოებას დიდი ზიანი მიადგება და ჩვენ დიდი უბედურება დაგვატყდება თავს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.