სამართალი
ხაშურში მშობიარე ქალი და ჩვილი გარდაიცვალა

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ხაშურში, კლინიკა „ევექსის" საავადმყოფოში მშობიარე ქალი გარდაიცვალა, ექიმებმა ვერც ჩვილის გადარჩენა მოახერხეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Qartli.ge.

გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლის ქალი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. მას ფიზიოლოგიური მშობიარობა დაეწყო, თუმცა პრობლემების წარმოშობის შემდეგ საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.

მედიკოსებმა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საკეისრო კვეთა დაიწყეს, თუმცა, სამწუხაროდ, ფატალური შედეგი დადგა. გარდაიცვალა ჩვილიც და დედაც“, – განაცხადეს კლინიკაში.

საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებულია. ლიცენზია შეუჩერდა რამდენიმე ექიმს.

ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენს კლინიკაში პროფესიული საქმიანობა შეუჩეროს იმ სამედიცინო პერსონალს, რომელმაც მშობიარე ქალბატონის რეფერალი არ განახორციელა“, – აღნიშნეს კლინიკაში.