პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ჟურნალისტებს: რატომ უნდა ვიყო პროკურატურაში?

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. არა, რატომ უნდა ვიყო პროკურატურაში? - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას შეწყალების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ჰკითხეს. მედია დაინტერესდა, იმყოფებოდა თუ არა სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში მიმდინარე საქმის ფარგლებში. პრეზიდენტმა ეს კომენტარი გააკეთა მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ. იგი ესწრებოდა სვეტიცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ წირვას.

"შეწყალების საქმეზე" ორჯერ გამოკითხეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და ადმინისტრაციის უფროსი ანგი ხუციშვილი. ამავე საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებიც.