პოლიტიკა
საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. 2020 წელს აშშ ევროპაში სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად 20 000 ჯარისკაცს გაგზავნის. გასული 25 წლის განმავლობაში ეს ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალის ყველაზე მასშტაბური განლაგება იქნება.
"Defender Europe 2020" მომავალი წლის აპრილიდან მაისამდე ჩატარდება.
წვრთნაში ევროპაში მყოფი 9 000 ამერიკელი და 8 000 ევროპელი ჯარისკაციც მიიღებს მონაწილეობას.
წვრთნა 10 ქვეყანაში გაიმართება, მათ შორის საქართველოში, გერმანიაში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში. მასში 18 ქვეყნიდან მიიღებენ მონაწილობას.
ევროპაში აშშ-ის არმიის გენერლის კრისტოფერ კავოლის თქმით, წვრთნებით "გავზრდით საერთო თავსებადობას, მზადყოფნასა და შესაძლებლობას, რათა კოლექტიურად შევაჩეროთ პოტენციური საფრთხეები".