აქტუალური
რუსული მხარე ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომელმაც წინადადება წამოაყენა, საქართველო ალიანსში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე გაწევრდეს, გადამდგარი მოხელის განცხადებად აფასებს

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. მთლიანობაში რფ ნეგატიურად ეკიდება თბილისის ნატოში მიზიდვის მცდელობებს, განუცხადა რია ნოვოსტის წყარომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. უწინ რასმუსენმა წინადადება წამოაყენა, განხილული იქნეს ალიანსში საქართველოს შესვლის შესაძლებლობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ”ამ განცხადებას ჩვენ გადამდგარი მოხელის განცხადებად ვაფასებთ”, - უთხრა სააგენტოს თანამოსაუბრემ რასმუსენის სიტყვებზე კომენტარის გაკეთებისას და დასძინა, რომ ”ის არ არის ნატოს გენერალური მდივანი”.

ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია, რომ, ზოგადად, ჩვენ ნეგატიური დამოკიდებულება გვაქვს საქართველოს ნატოში შესვლის მცდელობების მიმართ, ბუნებრივია, რომ ჩვენ ყველა კონტაქტისას, დასავლეთის და საქართველოს წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებ ისეთი ნაბიჯების საშიშროებაზე, რაც არ შეუწყობს ხელს რეგიონულ უსაფრთხოებას”, - განაცხადა მან. მისი აზრით, ასეთი ქმედებები ”რა თქმა უნდა არ დაეხმარება ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას და არ შეუწყობს ხელს საქართველოსა და მის მეზობლებს, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას“.