აქტუალური
თბილისი მედიის თავისუფლების თემაზე სამხრეთ კავკასიის მე-16 მედიაკონფერენციას მასპინძლობს

 საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისში უცხოელი ექსპერტები და ჟურნალისტები მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მე-16 სამხრეთკავკასიურ კონფერენციაზე შეიკრიბნენ, რომელიც მასმედიის თავისუფლების განმტკიცებისა და არახელსაყრელ გარემოში ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება. ღონისძიება ეუთოს მხარდაჭერით ტარდება.

კონფერენციის თემებია: ციფრული ტექნოლოგიების პირობებში ახალი ამბების შექმნა და გავრცელება, ჟურნალისტების უსაფრთხოება პოლიტიკური ცვლილებების დროს და რეგიონში მიმდინარე პროცესები. კონფერენციის სპიკერები იქნებიან საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლები.

ჩვენთვის დიდი პატივია ამ კონფერენციის მასპინძლობა. ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები დაგვეხმარება გავიგოთ, თუ რომელ დონეზე ვართ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების საკითხებში", – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ღონისძიების გახსნაზე.

ღონისძიებაზე ორასზე მეტი მონაწილეა დარეგისტრირებული.

წყარო: Sputnik-Georgia