პოლიტიკა
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში „სამთავრობო კვირეულის“ ერთგვარ დამატებად იქცევა 25 მარტი, როცა დეპუტატებს საშუალება მიეცემათ, შეკითხვები დაუსვან ძალოვან მინისტრებს.
მისი თქმით, დეპუტატებს კითხვები ძალოვან მინისტრებთან აქვთ და ამ უკანასკნელებს პასუხების გაცემაც მოუწევთ.
„ყველა შეკითხვა, რაც გვაქვს, დასმული იქნება ძალოვანი მინისტრებისათვის. შეიძლება მათ საამაყო არაფერი ჰქონდეთ იმის გამო, რომ პრეზენტაციებით, სხვა მინისტრების მსგავსად, ცალკე არ გამოდიან, მაგრამ მათთან კითხვები არის და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ“, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის მოსმენის კვირეული პარლამენტში იწყება დღეს, 22 მარტს.