სამართალი
შეგიძლიათ მომკლათ, შეწყალებაზე კომენტარს არ გავაკეთებ - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ აკეთებს კომენტარს პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საპატიმრო არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო მსჯავრდებულმა პირმაც დატოვა.

შეწყალებაზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია. შეგიძლიათ, მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ“, – განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის ცენტრში გამოჩნდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეებს თბილისობა მიულოცა.