პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ საპარლამენტო კომიტეტებს კომუნალური გადასახადების ერთიან სისტემაში ადმინისტრირების გაუქმების შესახებ ინიციატივის განხილვა დაავალა.
კომუნალური გადასახადების ერთიან სისტემაში ადმინისტრირების გაუქმების ინიციატივა „ქართული დასის“ ლიდერ ჯონდი ბაღათურიას ეკუთვნის. დოკუმენტი პარლამენტში უკვე რამდენიმე თვეა, უშედეგოდაა წარდგენილი – კანონპროექტი დღემდე არცერთ კომიტეტს არ განუხილავს.
ბაქრაძის მომთხოვნი ტონიც სწორედ ბაღათურიას გამოსვლას მოჰყვა პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე, რომელმაც ინიციატივის უკვე პირდაპირ პლენარულ სხდომაზე განხილვა მოითხოვა.
„ქართულ დასის“ ინიციატივას „ქრისტიან-დემოკრატებიც“ უჭერენ მხარს.