უცხოეთი
ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონის მოლაპარაკებების გეგმა ირანისთვის მისაღებია

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ აშშ-სა და ირანისთვის წარდგენილი მოლაპარაკებების გეგმა ისლამური რესპუბლიკისთვის „ფართოდ მისაღებია“, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირანის პრეზიდენტის განმარტებით, გეგმაში ხაზგასმულია, რომ ირანი უარს იტყვის ბირთვულ შეიარაღებაზე და ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას, აშშ კი მას ყველა სანქციას გაუუქმებს და ირანს ნავთობის გაყიდვის განახლების შესაძლებლობა მიეცემა, თუმცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპირისპიროს აცხადებს.

„აშშ-ის პრეზიდენტმა ორჯერ, ერთხელ გაეროში სიტყვით გამოსვლისას და მეორედ ამის შემდეგ გასაგებად განაცხადა, რომ მათ სანქციების გამკაცრება სურთ. ასე რომ, რომელი ნაწილი უნდა დავიჯეროთ? უნდა დავიჯეროთ, თქვენი სიტყვები, რომ შეერთებული შტატები მზადაა, თუ აშშ-ის პრეზიდენტის, რომელმაც 24 საათის განმავლობაში ორჯერ თქვა, რომ მათ სანქციების გამკაცრება სურთ?“- განაცხადა რუჰანიმ და დასძინა, რომ ამ კითხვაზე „ევროპელ მეგობრებს პასუხი არ ჰქონდათ.“

ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

interpressnews.ge