უცხოეთი
მაიკ პომპეო დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში დაიბარეს

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში დაიბარეს.

წარმომადგენლობითი პალატა სახელმწიფო მდივნისგან, უკრაინელებთან კომუნიკაციის დოკუმენტაციას ითხოვს.

პომპეოს გარდა წარმომაგდენლობით პალატაში დაბარებულები არიან უკრაინის საკითხებში ამერიკის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კურტ ოულკერი და უკრაინაში აშშ-ს ყოფილი ელჩი მარი იოვანოვიჩი.

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ გახდა ცნობილი, სადაც აშშ-ს პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას მოუწოდებდა, დაეწყო გამოძიება აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და მისი შვილი საქმეზე.

1tv.ge