აქტუალური
რუსეთის საგარეო უწყება შვეიცარიის შუამავლობით დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შვეიცარიის შუამავლობით ნიუ იორკში დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა შვეიცარიის შუამავლობით შედგა, რომელიც მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთის ინტერესებს საქართველოში, საქართველოს ინტერესებს კი რუსეთში წარადგენს”, – წერია განცხადებაში.

შეხვედრის მიმდინარეობისას, რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, საუბარი შეეხო ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს.

შედგა საუბარი რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.