უცხოეთი
დონალდ ტრამპი - ბაიდენმა და მისმა ვაჟმა უკრაინიდან და ჩინეთიდან მილიონობით დოლარი წაიღეს

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენმა და მისმა შვილმა ჰანტერმა, უკრაინიდან და ჩინეთიდან მილიონობით დოლარი წაიღეს. ამის შესახებ განცხადება ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამართულ დასკვნით პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორ ტრამპი ამტკიცებს, მას არ მოუხდენია ზეწოლა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიზე და „ეს ყველაფრი მოგონილია“.

ტრამპის განცხადებით, ის სრულად უჭერს მხარს გამჭვირვალობას და სწორედ ამიტომ გაასაჯაროა მისი და ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი ითხოვს, რომ გამჭვირვალობის პრინციპი ყოფილმა ვიცე-პრეზიდნეტმა ჯოზეფ ბაიდენმაც დაიცვას.

„კუდიანებზე ნადირობა გრძელდება. თუმცა, მათ, ვინც კუდიანებზე ნადირობს, მწარე დარტყმა მიიღეს, რადგან, თუ შეხედავთ გასაჯაროებულ ინფორმაციას, მიხვდებით, ეს ხუმრობაა. იმპიჩმენტს ითხოვენ ამისთვის? მე არაფერი გამიკეთებია. სატელეფონო საუბარი შესანიშნავი იყო. მე სრულად ვუჭერ მხარს გამჭვირვალობას. მაგრამ ამავე დროს, იმავეს მოვითხოვ ჯო ბაიდენისგან და მისი შვილისგან. მათ უნდა გაასაჯაროონ ინფორმაცია იმ მილიონების შესახებ, რომელიც უკრაინიდან და ჩინეთიდან იოლად და სწრაფად წაიღეს და ეს მაშინ მოხდა, როდესაც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო“, – განაცხდა ტრამპმა.

თეთრმა სახლმა დღეს გაასაჯაროა ტრამპისა და ზელენსკის სატალეფონო საუბრის სტენოგრამა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დაჩქარებას სთხოვს და ამ საქმეში პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანისა და გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის ჩართვას ითხოვს.

ამ საქმის გამო, დემოკრატები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას აპირებენ.

მანამდე, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მასზე ზეწოლას ვერავინ მოახდენს, რადგან ის „სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტია“.

1tv.ge