პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: ლენინელის მეტამორფოზა

   გასაოცარი ამბები ხდება იდუმალ საქართველოში! თქვენ წინაშეა საბჭოთა საქართველოს დროინდელი ქართული გაზეთი ლენინელი” - პარტკომის, რექტორატის, პროფკომისა და საქართველოს ვ. ი. ლენინის სახელობის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის ორგანო, რომლის მთავარი გვერდი ეძღვნება მე -5 კურსის სტუდენტს, ლენინის სტიპენდიატსა და ​​მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანს, ტექნოლოგ მამუკა ხაზარაძეს.

დღეს ხაზარაძე ცნობილი რუსოფობია. რომელმაც „სახელი გაითქვა“ მილიონობით დოლარის „გათეთრების“ ტექნოლოგიებით. ერთ დროს TBS ბანკის დამფუძნებელი და ბოლო დრომდე მისი ხელმძღვანელი, რომელმაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დაშალა, ამჟამად ცდილობს შექმნას ოპოზიციური პარტია შემთხვევითი, მის მილიონებს დახარბებული ფუტურისტებისგან, რათა თავიდან აიცილოს ციხე! აი, რა მეტამორფოზა განიცადა შვიდ კლდეზე გადამხტარმა ლენინელმა მამუკამ…

   რამდენიმე დღის წინათ ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი, რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაახლოებული მილიონერი ლევან ვასაძე მისი მეგობარი და ”ძალიან კარგი ადამიანია”. ეს სწორედ ის ვასაძე გახლავთ, რომელმაც მიმდინარე წლის ივნისში “თბილისი პრაიდის” გეი-აღლუმი ჩაშალა, რის შემდეგაც სააკაშვილმა სცენარი შეცვალა და 20–21 ივნისის ღამის წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების საბაბად გავრილოვი აქცია!

   გამოდის, რომ გეებს, რომლებსაც ვააძე დევნის, ხაზარაძე მფარველობს! მესაჯდომე ავყიების, „უბორნიის“ პოეტებისა და ინცესტის მეხოტბე უწმინდურთათვის ხაზარაძემ წლების წინათ ლიტერატურული პრემია საბა” დაარსა, რომლითაც გამოჩენილ უკუღმართებს ქართველი ხალხისათვის წაგლეჯილ ფულში აბანავებს!

საქინფომისმთავარი რედაქტორი
არნო
ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 25 სექტემბერი
საქართველო, თბილისი