„ქართული პარტია“ რაიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბებას განაგრძობს. ორგანიზაცია უკვე დაფუძნდა საჩხერის რაიონშიც. ღოსნიძიებაზე რაიონის მოსახლეობას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა მიმართა და ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემების გადასაწყვეტად მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივნის – ეროსი კიწმარიშვილის აზრით კი, „ხელისუფლების შესაცვლელად ყველა ჯანსაღი ძალა ერთად უნდა დადგეს“.
როგორც კიწმარიშვილმა პარტიის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე განაცხადა, „უგუნურობაა, როდესაც ხელისუფლება ვერ ხედავს, ხალხს რა სჭირდება და რომელი საკითხები უნდა მოაგვაროს პირველ რიგში“.
„ჩვენ, პარტიის ლიდერებმა, პირადი წყენა დავივიწყეთ და ქვეყნის გადასარჩენად ერთმანეთის გვერდით დავდექით. ჩვენ კარგ და მშვიდ ცხოვრებაზე უარი შეგნებულად ვთქვით და ხელისუფლებასთან ბრძოლაში ჩავებით. ყველა ჯანსაღი ძალა ერთად თუ დავდგებით, ამ უზნეო ხელისუფლებას მალე მოვიშორებთ“, – აღნიშნა კიწმარიშვილმა.