სამართალი
შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ და ეკა ბესელია დაკითხვაზე დაიბარონ - კახა კალაძე

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ეკა ბესელიას განცხადების საფუძველზე შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება უნდა დაიწყონ. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბესელიამ გამოძიებას სრული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

"მგონია, რომ შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ ამ განცხადების შემდეგ და აუცილებლად დაიბარონ ქალბატონი ეკა დაკითხვაზე. მან უნდა მიაწოდოს შესაბამის სამსახურს სრული ინფორმაცია რაც მას გააჩნია",- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელია აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის.