საზოგადოება
დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ ადვოკატურაში სისხლის სამართლის საქმეზე ლიცენზია არასდროს ჰქონია და შესაბამისად, ვერ ექნებოდა შემხებლობა ქოიავას საქმეზე

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ ადვოკატურაში სისხლის სამართლის საქმეზე ლიცენზია არასდროს ჰქონია და შესაბამისად, ვერ ექნებოდა შემხებლობა ქოიავას საქმეზე.

როგორც დიმიტრი გაბუნიამ აღნიშნა, ქოიავას ოჯახი შეცდომაშია შეყვანილი.

შვილმკვდარი მამაა და მე არ მაქვს უფლება რაიმე განვახორციელო და ამას არც ვიკადრებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მქონია სისხლის სამართლის ლიცენზია, რომ ელემენტარულად წარმომედგინა, როგორც ადვოკატს სისხლის სამართლის საქმეში არათუ ქოიავა, ნებისმიერი პირი. აქვე მინდა ვთქვა, რამდენიმე დღის წინ იყო იყო გოგოლაძის გვარი, თითქოს ასევე მე ვიყავი, გამოვიდა სახაზინო ადვოკატი გუგეშაშვილი, რომელმაც ბოდიში მოიხადა. ღამის 12-ის ნახევარზე გამოვიდა, გვარი შემეშალაო. გაარკვევს გამოძიება ყველაფერს, არავინ არ გაურბის პასუხებს. არავითარი შემხებლობა ნადირაძესთან დაკავშირებით არ მქონია, არასდროს თვალით არ მინახავს, არანაირი კონსულტაცია არ მიმიცია, ეს აბსურდია. როგორც მედიიდან გავიგე, ეს კაცი იმალებოდა დანიაში, დანიაში ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. რაც შეეხება პრაღას, პრაღაში მე 15 წელი მქონდა ადვოკატთა სკოლა, სამეცნიერო სტუდენტები დამყავდა 15 წლის განმავლობაში, მეტი პრაღასთან შეხება არ მქონია“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, აპირებს, რომ გამოძიებას მისცეს ჩვენება.

ქოიავასთან დაკავშირებით მზად ვარ, აგერ, საჯაროდ მოვუწოდებ მისი ოჯახის წევრებს და ქოიავასაც, როგორც თავად ამბობს, მე მომაწოდეს ეს ინფორმაციაო, მოვუწოდებ, დაასახელოს პირი, ვინც იძახის, რომ ნადირაძესთან მე რაიმე ტიპის კვეთა მქონდა. დაასახელონ კონკრეტულად ეს პირი, როგორ შეიძლება მე ეს მითხრეს, მე ასე მგონია. დადონ ფაქტები, აგერ ვთხოვ საჯაროდ, ან ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი, ან ფოტო, არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. მე დუმილი არ დამირღვევია, მე ჩემი უფლებამოსილების განსახორციელებლად მოვედი პარლამენტში. დასამალი არაფერი არ მჭირს. აბსოლუტურად გამჭვირვალედ უნდა წავიდეს ყველა პროცესი. მოვუწოდებ, ქოიავას ოჯახს, დიდი მოწიწებით, დაასახელონ ყველა უტყუარი ფაქტი. მოდით, ერთად დავადგინოთ, ვის ინტერესებში შედიოდა ეს ყველაფერი, რატომ მოხდა მისი შეწყალება. ერთად დავადგინოთ. მზად ვარ, ქოიავას ოჯახის გვერდში დავდგე“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.