სამართალი
NDI: მოქალაქეები ინსტიტუტებს შორის ყველაზე ცუდად პარლამენტის მუშაობას აფასებენ

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „CRRC-საქართველოს“ მიერ გუშინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 32% პარლამენტის საქმიანობს ცუდად აფასებს, 10% კი ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ პარლამენტი საშუალოდ საქმიანობას, 8% კი პარლამენტის მუშაობას დადებითად აფასებს.

ამ შედეგების მიხედვით, ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს.

კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2131 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის 1,7%. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი 17 სექტემბერს გამოაქვეყნა.