აქტუალური
კარპენტერი ინაშვილზე: საქართველოში პრორუსული ძალები აქტიურნი არიან

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. “საქართველომ ბევრი გააკეთა, რომ ყოფილიყო გამძლე რუსული პროპაგანდის და რუსული გავლენის მავნე პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო იარაღების წინააღმდეგ. თუმცა, საქართველო კვლავ რჩება მოწყვალდი მის წინააღმდეგ, და ეს ეპიზოდი სწორედ ამას აჩვენებს. ამ ქვეყანაში პრო-რუსული ძალები აქტიურნი არიან და ცდილობენ საკუთარი მესიჯის დანერვას. რაც უფრო ეფექტურად შეებრძოლებიან და გააქარწყლებენ ამ გზავნილებს ქართველები, მით უკეთესი. თუმცა სამწუხაროა, რომ მსგავსი მოსაზრების მქონენი მმართველი კოალიციის ნაწილნი არიან”.

საერთაშორისო მიმომხილვევლმა მაიკლ კარპენტერმა პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მისვლა და ღონისძიების ჩაშლის მცდელობა შეაფასა. ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მას აქვს უფლება, ღონისძიებას დაესწროს და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხოს.