უცხოეთი
ვლადიმირ ზელენსკი - დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი არჩევნების ჩატარება მხოლოდ რუსული ჯარის გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. დონბასის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი არჩევნების ჩატარება მხოლოდ რუსული ჯარის გასვლის შემდეგ და უკრაინული კანონმდებლობით არის შესაძლებელი.

დონბასის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი არჩევნების ჩატარება მხოლოდ რუსული ჯარის გასვლის შემდეგ და უკრაინული კანონმდებლობით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, კიევში, ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების საკითხი „ნორმანდიულ ფორმატში“ უნდა შეთანხმდეს.

„ჩვენი საუბრის გეგმას ვამზადებთ. ახლა უბრალოდ თარიღს ვათანხმებთ და შემდეგ ჩვენი საზოგადოება ყველაფერს გაიგებს. თავიდან ხალხის გაცვლა, შემდეგ ჯარების გაყვანის საკითხი, შემდეგ ჯარების გაყვანა მთელი ტერიტორიიდან, ეს 400 კილომეტრია. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ფორმატზე საუბარი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

1tv.ge