პოლიტიკა
ყირიმსა და აფხაზეთს - სამხრეთ ოსეთს შორის პარალელის გავლება ყველაზე ბრიყვული მავნებლობაა, რომლის გამოგონება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნეს თუ შეეძლო - გულბაათ რცხილაძე

     რუსეთი და უკრაინა: ურთიერთობების ნორმალიზაცია აუცილებელია!

     ანტირუსული ფსიქოზი, რომელიც უკრაინას გარედან მოახვიეს თავს, თანდათან წყნარდება იმისდა მიუხედავად, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობისა და სტაბილობის მიღწევა შორეულ პერსპექტივად რჩება. 7 სექტემბერს პატიმრების გაცვლა შედგა - ორივე მხრიდან გათავისუფლებულ იქნა 35-35 ადამიანი, მათ შორის არიან ისეთი რეზონანსული პირები, როგორც ყირიმში ტერორისტული აქტის მცდელობისთვის დაპატიმრებული უკრაინელი ჟურნალისტი ოლეგ სენცოვი და რუსული საინფორმაციო სააგენტო „როსსია სეგოდნიას“ ჟურნალისტი კირილ სერებრიანიკოვი, რომელსაც კიევი ბრალს ჯაშუშობაში სდებდა, მაგრამ სინამდვილეში, უფრო მძევალი იყო. რუსეთმა ასევე გაათავისუფლა უკრაინის სამხედრო მეზღვაურები, რომლებიც წინა ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ ქერჩის სრუტეში მოწყობილი პროვოკაციისთვის გამოიყენა.

პატიმრების გაცვლამ მაშინვე დააგდო ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის დონე და შექმნა ფონი ცვლილებებისათვის, რომლებიც მოსალოდნელი გახდა უკრაინის რუსულ პოლიტიკაში, ზელენსკის გაპრეზიდენტების შემდეგ. შესაძლებელი გახდა დონბასის გარშემო მოლაპარაკებების ე. წ. ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში განახლება (უკრაინა, რუსეთი, გერმანია და საფრანგეთი), რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს შეიქმნა. მაშინ, ნორმანდიაში მოკავშირეების დესანტირების 70 წლისთავის ზეიმზე, რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა პირველად განიხილეს დონბასში კონფლიქტის დარეგულირება. 2015 წლის თებერვალში მათ, ბელარუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკოს შუამავლობით, მინსკში მიაღწიეს გარკვეულ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც, მართალია, ცუდად სრულდება, მაგრამ დღემდე ფლობს იურიდიულ ძალას.

   ნორმანდიის ფორმატშიმოლაპარაკებების განახლება მოასწავებს პროცესზე შეერთებული შტატების გავლენის კლებას. ფორმატის დროებითი ცვლილების შემდეგ, როდესაც თავისი მმართველობის ბოლოს პრეზიდენტმა პოროშენკომ რუსეთის ლიდერის პუტინის მოლაპარაკებებში მონაწილეობის ტორპედირება მოახდინა, პროცესში ამერიკელები ჩაერთვნენ. ამერიკელებს საუბარი ისევ და ისევ რუსეთთან მოუწიათ (. უოლკერი - . სურკოვი, 2017 წლის აგვისტოდან), მაგრამ ამერიკელების გავლენით, კიევის რიტორიკა უფრო ხისტი გახდა, ხოლო მინსკის შეთანხმებები სულ უფრო და უფრო ცუდად სრულდებოდა. თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში კვლავინდებურად იხოცებოდა მშვიდობიანი ხალხი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელებული სროლების შედეგად, უკრაინის სპეცსამსახურები ახორციელებდნენ დივერსიულ-სადამსჯელო აქტებს და ყოველმხრივ ძაბავდნენ ვითარებას. საბოლოო ჯამში, ასეთი ვითარებისგან დაზარალდა თავად უკრაინა. ხალხმა აღარ მისცა მეორე შანსი მატყუარა პოროშენკოს და ზელენსკი აირჩია, რომელიც თუმც კი უარს არ ამბობს ანტირუსულ რიტორიკაზე, მაგრამ პირობა დადო, რომ დონბასში ღირსეულ მშვიდობას დაამყარებს. ზელენსკიმ, როგორც ეს გამოჩნდა კიდეც, გადადგა პირველი ნაბიჯი სწორი მიმართულებით. ამავე თვეში შედგება ოთხი ლიდერის შეხვედრა.

   პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს შესაძლებლობა ამერიკელებთან განიხილა, ბოლოს - აწ უკვე თანამდებობიდან გათავისუფლებულ, „შევარდენის“ რეპუტაციის მქონე ჯონ ბოლტონთან. აშშ- მოუწიანორმანდიულ ფორმატშიმოლაპარაკებების აღდგენასთან შეგუება, საკუთარი მონაწილეობის გარეშე; ამასთან, აშშ არ მალავს, რომ სურს, დიდ ბრიტანეთთან ერთად შეუერთდეს მოლაპარაკებებს. ეს სურვილი, გახმაურებული თვით პრეზიდენტ ტრამპის მიერ, დაადასტურა უკრაინაში აშშ-ის საქმეებში რწმუნებულმა უილიამ ტეილორმა, „ამერიკის ხმისადმი“ მიცემულ ინტერვიუში: აი უკვე 5 წელია, გრძელდება მინსკის შეთანხმებებზე მუშაობა, 5 წელია, რაც არსებობსნორმანდიის ფორმატი’. თუკი ეს მოიტანს შედეგებს, შესანიშნავი იქნება. ხოლო თუ შედეგები არ იქნება, ვფიქრობ, გაჩნდება თხოვნა ისეთი მონაწილეების დამატების თაობაზე, როგორებიც არიან აშშ და დიდი ბრიტანეთი“.

   ამერიკელი დიპლომატი მაინცდამაინც გულწრფელი არ უნდა იყოს, რომ იგი წარმატებას უსურვებს მოლაპარაკებების ნორმანდიის ფორმატს“, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამერიკელები ფორმატის გარეთ დარჩნენ და გაჩნდა შანსი, მოხდეს როგორც მოლაპარაკების პროცესის, ისე საკუთრივ დონბასში არსებული ვითარების სტაბილიზაცია. მთავარი ყურადღება უნდა მიეპყროს იქ მცხოვრებ ადამიანებს, რომელთა ცხოვრება, ბოლო ხუთი წლის მანძილზე, უდიდეს გამოცდად იქცა. ამიტომ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ მოუწოდა კიევს, უპირობოდ შეწყვიტოს სროლები, გააუქმოს თავისივე ტერიტორიების სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა და თავისსავე მოქალაქეებს აღუდგინოს სოციალური დახმარებები და პენსიები. დიახ, სწორედ ასე - რუსეთი არც ერთი წუთით არ აყენებს ეჭვს ქვეშ დონბასზე უკრაინის სუვერენიტეტს. მოსკოვის ასეთი მიდგომით იმსხვრევა ტყუილზე აგებული მითი, რომ რუსეთს სურს, თავისი მეზობლების ტერიტორიები მიითვისოს. რუსეთი არანაირად არის დაინტერესებული ახალი ტერიტორიების შეერთებით, ეს მას არ სჭირდება. თუკი ყირიმზე ვილაპარაკებთ, ნებისმიერმა მეტ-ნაკლებად ინფორმირებულმა ობივატელმაც იცის, რომ ყირიმის სახით საქმე გვაქვს ერთ დიდ გამონაკლისთან და ყირიმი რეალურად არც არასოდეს იყო უკრაინული.

ეს განსაკუთრებით კარგად უნდა გავიგოთ საქართველოში და მოვეშვათ უკრაინასთან ყირიმის საკითხზე მოკავშირეობანას თამაშს. ყირიმსა და აფხაზეთს/სამხრეთ ოსეთს შორის პარალელის გავლება ყველაზე ბრიყვული მავნებლობაა, რომლის გამოგონება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნეს თუ შეეძლო!

ძმური მართლმადიდებელი ერების მტრობა - კიდევ ერთი დიდი სისულელეა, დანაშაულებრივი სისულელე, რომელსაც ბოლო უნდა მოეღოს. კიევის პირდაპირი მოლაპარაკებები დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებთან - ვითარებიდან გამოსვლის კარგი შანსია.  სხვა ალტერნატივა შერიგებისათვის არ არსებობს. ვუგულშემატკივრებთ და ვილოცებთ დონბასში მშვიდობის დამკვიდრებისთვის, პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ერებს შორის მშვიდობისა და სიწყნარისათვის

გულბაათ რცხილაძე - სპეციალურად „საქინფორმისთვის“
2019 წლის 16 სექტემბერი
საქართველო, თბილისი