უცხოეთი
საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარეებმა უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის პროცესი განიხილეს და ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში დაგეგმილ სამიტზე იმსჯელეს.

დღეს კი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ფრანგულ-რუსული ერთობლივი საბჭოს შეხვედრაა დაგეგმილი.

1tv.ge