უცხოეთი
მოსკოვის საკრებულოში 45 ადგილიდან 20 ოპოზიციამ მიიღო

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. მოსკოვის საკრებულოში 45 ადგილიდან 20 ოპოზიციამ მიიღო. ამის შესახებ მეტყველებს ბიულეტენების 99%-ის დათვლის შედეგად საქალაქო საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები.

რუსეთის კომუნისტური პარტიიდან მოსკოვის დუმაში 13 კანდიდატი მოხვდება. პირველად, 2005 წლის შემდეგ, რუსეთის დედაქალაქში, საკრებულოში წარმოდგენილი იქნებიან პარტია „იაბლოკოს“ კანდიდატები. სამი კანდიდატი ეყოლება „სპრავედლივაია რასიას“.

ამ შედეგებზე დაყრდნობით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ მისი „საარჩევნო სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა“.

შეგახსენებთ, რომ ნავალნიმ მოქალაქეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ იმ ოპოზიციონერ კანდიდატებს, რომლებსაც გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

არჩევნების შედგების გამოცხადების შემდეგ ნავალნიმ მომხრეებს მადლობა გადაუხადა.

მოსკოვის საკრებულოში 25 ადგილი ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატებს აქვთ. თუმცა, როგორც ცნობილია, წელს რეგიონულ არჩევნებზე მმართველი პარტია „ედინაია რასიას“ კანდიდატები დამოუკიდებლად იყრიდნენ კენჭს, რადგან პარტიის რეიტინგი რეკორდულად არის შემცირებული.

1tv.ge