სამართალი
ქართული პოლიციის თავზე სიმაღლე დავიკავეთ და დროშა აღვმართეთ – ცხინვალი

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. რესპუბლიკის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, პრეზიდენტ ბიბილოვის გადაწყვეტილებით, სოფელ წნელისის მიდამოებში უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა მორიგი ჰუმანიტარული ოპერაცია დაიწყო, რომელსაც მშვიდობიანი ხასიათი აქვს”, – განაცხადა გუშინ, 5 სექტემბერს ოსურმა მხარემ.

კერძოდ, როგორც განცხადებაში წერია, ოსურმა მხარემ დაიკავა საქართველოს ბლოკპოსტის თავზე, 944,8 მ. სიმაღლე, სასაზღვრო ნიშანი აღადგინა და სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართა საქართველოსთნ საზღვარზე”.

საქართველოს პროვოკაციული მოქმედებები მიმართულია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის საზღვრისპირა ნაწილის ანექსიისკენ, მოსახლეობისთვის საფრთხე მზარდია, რასაც ქართველი ძალოვნების მიერ კვარდროკოპტერისთვის ცეცხლის გახსნის ინციდენტისც მოწმობს”, – წერია ცხინვალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ქართული პოლიციის კიდევ ერთი ახალი საგუშაგოს გახსნამ სოფელ წნელისთან ოსური მხარის აღშფოთება გამოიწვია და თბილისი პროვოკაციაში დაადანაშაულა. აღნიშნულ საკითხზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში [IPRM] რამდენიმე რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა. ოსურმა მხარემ ულტიმატუმიც კი წაუყენა თბილისს, მოხსნას ახლად გახსნილი პოლიციის პუნქტი იმ ადგილას, რომელსაც ცხინვალი სასაზღვრო ტერიტორიად მიიჩნევს.

4 სექტემბერს ოსურმა მხარემ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა ქართული მხარის მიერ პოლიციის კიდევ ერთი ბლოკპოსტის მშენებლობასთან დაკავშირებით და თბილისი პროვოკაციულ მოქმედებებში დაადანაშაულა. თბილისმა ცხინვალის საპასუხოდ იმ დღესვე მედიასთან კომენტარი გააკეთა.