რელიგია
მის უდიდებულესობას, იაპონიის იმპერატორ აკიხიტოს

imperatorsყველა მწუხარებით ადევნებს თვალს იმ მოვლენებს, რაც 11 მარტს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში განვითარდა. ეს ტრაგედია მსოფლიო ტკივილად იქცა. 
მიიღეთ საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სამძიმარი და დიდი გულისტკივილი და გთხოვთ გადასცეთ იგი თქვენს მოსახლეობას. 
არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ იაპონიამ ამ დღეებში მსოფლიოს უჩვენა მაგალითი სიმტკიცისა, შინაგანი სიძლიერისა და ორგანიზებულობისა, მაგალითი იმისა, თუ როგორ ღირსეულად შეუძლიათ ამ ქვეყნის მკვიდრთ გაუძლონ ურთულეს პრობლემებს. 
ღმერთმა დალოცოს იაპონია და მისი მკვიდრნი. ღმერთმა მთელ მსოფლიოს მიანიჭოს მშვიდობა. ილია II 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 

15.03.2011