სამართალი
“ვისოლის“ ნავთობბაზაზე ხანძარი ლიკვიდირებულია (ვიდეო)

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამტრედიაში, ნავთობბაზაზე ხანძარი ლიკვიდირებულია (ვიდეო იხ. აქ).

მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამტრედიაში ხანძარი ნავთობბაზაზე საწვავით სავსე 1000-ტონიან რეზერვუარს გაუჩნდა.

არსებობდა ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხე, ბაზის ტერიტორიაზე 17 რეზერვუარია, ჯამში 32 000 ტონა საწვავით, რაც დამატებით საშიშროებას წარმოქმნიდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, სწრაფად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის ლოკალიზების შემდეგ გაგრძელდა სალიკვიდაციო სამუშაოები, ქაფის და დაგრილების მეთოდით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს 14 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 70მდე მეხანძრე-მაშველი იმერეთიდან და სამეგრელო-ზემო სვანეთიდან“, – განაცხადეს უწყებაში.

გამოძიება სსკ 187 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.