მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას დანიელს,მიტროპოლიტს ტოკიოსი და სრულიად იაპონიისა
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით მიიღეთ გულითადი თანაგრძნობა 11 მარტს მომხდარი მიწისძვრისა და მათი შემდგომი მოვლენების გამო და გთხოვთ სამძიმარი გადასცეთ მთელ ერს.
იაპონიის მოსახლეობამ გამოიჩინა უდიდესი ნებისყოფა და შინაგანი სიმტკიცე, რითაც მაგალითი უჩვენა მსოფლიოს ჭირსა შიგან გამაგრებისა. ღმერთი იყოს იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესიის და მთელი ქვეყნის მფარველი. ქრისტესმიერი სიყვარულით ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 15.03.2011