საზოგადოება
გახარიას პრემიერად წარდგენა საზოგადოებისთვის სილის გაწვნა და პოლიტიკური ომის გამოცხადებაა! - ბოკერია

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. სააკაშვილის ექსმმართველი პარტია ”ნაციონალური მოძრაობის” ბაზაზე შექმნილი ოპოზიციური პარტია ”ევროპული საქართველოს” ლიდერი, ”ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგი, უშიშროების საბჭოს ექსმდივანი და ამჟამად პარლამენტის დეპუტატი გიგა ბოკერია თვლის, რომ გიორგი გახარიას წარდგენა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად საზოგადოებისთვის სილის გაწნა და პოლიტიკური ომის გამოცხადება. მისი თქმით, ამისათვის მთავრობა მშვიდობიან და მკაცრ პროტესტს მიიღებს.

ეს არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი. ხელისუფლებას ეს ვერ იხსნის. ამაზე პასუხს მიიღებს მშვიდობიანი და მწვავე პროტესტით, რაც მთავარია, არჩევნებზე უმძიმეს პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან. ცუდია, რომ ამ კაცმა თავისი მოღვაწეობით მკაფიო დემონსტრირება მოახდინა, ფეხებზე როგორ კიდია საზოგადოება, ზიანი მიაყენა ქვეყანას და რისკები გაზარდა. ასეთი დისკრედიტაციისა და დაცემის შემდეგ, რაც „გავრილოვის ღამის“ მერე მოხდა, ამ სახის ექსცენტრიული ადამიანები, ოლიგარქები სასოწარკვეთისგან რადიკალიზაციაზე მიდიან, შესაძლოა, რადიკალიზაციაში ხედავს ძალაუფლების შენარჩუნების შანსს, მწარედ ცდება. ქვეყანას აზიანებს მორიგ ჯერზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნაზე გიგა ბოკერიამ.

საქინფორმი: ფრაქციანაციონალური მოძრაობა” შეეცადა საშემოდგომის სესიის გახსნის ჩაშლას და კონფერენციის დარბაზში, შეძახილებითა და სტვენებით, ხმაურიანი პროტესტი მოაწყო. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ელენე ხოშტარია (ლიოკა, როგორც მას თანაკურსელები ეძახდნენ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში), რომელმაც ამწლის 20 ივნისს ორგანიზება მოახდინა და მონაწილეობდა რფ-ის სახელმწიფო დუმის დეპუტატ გავრილოვზე თავდასხმაში. მას შემდეგ, რაც სტვენები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, პარლამენტის სამანდატურე სამსახურმა, თავმჯდომარის თხოვნით, ისინი დარბაზიდან გაიყვანა, სადაც ისინი თავის მომხრეებს შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან.