სამართალი
საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ჩვენი იმედი - თურქეთის ელჩი საქართველოში

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. თურქეთი მხარს უჭერს მიმდინარე კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიან გზებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას.

მხოლოდ საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გააკეთოს. თურქეთი ძალიან კარგი სტრატეგიული მეზობლის, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას უჭერს მხარს. საქართველოს ყოველთვის შეუძლია, ჰქონდეს ჩვენი იმედი. თურქეთი მხარს უჭერს მიმდინარე კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიან გზებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის გათვალისწინებით. არ გვსურს, ვიხილოთ პროვოკაციები, ბრალდებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ და ვფიქრობ, ეს ის არის, რაც ამ საკითხზე უნდა ითქვას“, – განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.