უცხოეთი
კრემლი ვლადიმირ ზელენსკის მოსკოვში გამარჯვების დღის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ეპატიჟება

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. კრემლი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მოსკოვში გამარჯვების დღის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ეპატიჟება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეზე, იური უშაკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

უშაკოვის თქმით, 2020 წლის 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას 17 ქვეყნის ლიდერი მიიღებს. მათ შორის იქნებიან საფრანგეთის, ინდოეთის, მონღოლეთის, ჩეხეთის, ვენესუელის, მოლდოვის, სერბეთისა და ბელარუსის ლიდერები.

1tv.ge