აქტუალური
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე პოლონეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიალში.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის, ესტონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან.

პრეზიდენტი ასევე სიტყვით გამოვა გამოფენის „50 ქალი საქართველოდან“ გახსნაზე და კონფერენციაზე „ქალთა როლი პოლიტიკაში“.