სამართალი
მსჯავრდებულ დეკანოზს შეწყალებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაუარი უთხრა

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა. „პრეზიდენტმა დღეს 34 ადამიანი შეიწყალა. ჩემი ძმა რომ შეეწყალებინა, დამირეკავდნენ და მეტყოდნენ წაიყვანე შენი ინვალიდი ძმაო. არ დაურეკავთ, ანუ არ შეიწყალა. ეს საპატრიარქოს, პრეზიდენტის და ხელისუფლების ერთობლივი გადაწყვეტილებაა და ყველა აგებს პასუხს. სექტემბრიდან მიიღებენ საპროტესტო აქციებს. თუ ვინმეს გონია, რომ დავიღალე, ძალიან ცდება“, - აცხადებს მამალაძე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოშია მოთავსებული. მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა. აღნიშნული თხოვნით მან ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა, რომელმაც დეკანოზს შეწყალებაზე უარი უთხრა.