უცხოეთი
აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის წევრები დონალდ ტრამპს თურქეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართავენ

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართავენ, „ეს 400“-ის შესყიდვის გამო თურქეთს სანქციები დაუწესოს. შესაბამისი განცხადება კომიტეტის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთისა და თურქეთის პირველმა პირებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის კუთხით თანამშრომლობას გააძლიერებენ. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა.

ივლისში კონგრესის ორივე პარტიამ დონალდ ტრამპს თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

თურქეთმა რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემების მეორე ნაწილის მიღება 27 აგვისტოს დაიწყო.

1tv.ge