უცხოეთი
ვლადიმირ ზელენსკის პარტიას უკრაინის კონსტიტუციაში 465 შესწორების შეტანა სურს

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. ვლადიმირ ზელენსკის პარტიას უკრაინის კონსტიტუციაში 465 შესწორების შეტანა სურს. ინფორმაცია დაგეგმილი ცვლილებების შესახებ უკრაინის რადაში პრეზიდენტ ზელენსკის წარმომადგენელმა, რუსლან სტეფანჩუკმა გაავრცელა.

კონკრეტულად რა შესწორებებზე არის საუბარი მას არ დაუკონკრეტებია.

„ჩვენ ახლა ცვლილებების რიგითობის განსაზღვრაზე ვმუშაობთ. ვნახოთ, რომელ მათგანს მიიჩნევს პრეზიდენტი პრიორიტეტულად. ამის შემდეგ უკვე ვიმუშავებთ სიაზე რომლებსაც კომიტეტები განიხილავენ“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.

უკრაინის კანონმდებლობით, კონსტიტუციაში ცვლილებების რადაში წარსადგენად აუცილებელია 300 დეპუტატის მხარდაჭერა. ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურს“ ამჟამად რადაში 254 დეპუტატი ჰყავს.

მეცხრე მოწვევის უკრაინის რადას პირველი სხდომა 29 აგვისტოს გაიმართება.

1tv.ge