პუბლიკაციები
რუსებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, სადაც უყვარხართ და გელიან! - არნო ხიდირბეგიშვილი

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. "ძვირფასო რუსებო! მოგესალმებისვეტიცხოველიდან და გილოცავთ წმიდათაწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დიდ დღესასწაულს! მე, მზით გათანგულმა 56 წლის ქართველმა დღეს ცრემლები ძლივს შევიკავე ისეთი რამეების გამო, ისთვისაც მთელი ცხოვრება ყურადღებაც კი არ მიმიქცევია. პირველად - როცა ტაძრისკენ მიმავალმა დავინახე, როგორ უმასპინძლდებოდნენ მცხეთაში ქართველები რუს ტურისტებს ღვინითა და ჩურჩხელებით, ჩუქნიდნენ სუვენირებს და კარგრუსულით ლამაზ და ტკბილ სიტყვებს ეუბნებოდნენ! მეორედ კი ცრემლებამდე შემეკუმშა გული ჩვენს დიდებულ ტაძარში შესვლისას, სადაც, რა თქმა უნდა, არაერთხელ ვყოფილვარ. თუმცა, მხოლოდ დღეს მწვავედ ვიგრძენი - რამდენად მდიდარი და ბედნიერი ვართ, რომ გვაქვს ასეთი სიწმინდე და გვყავს სეთი მართლმადიდებელი ძმები, როგორიც ხართ თქვენ, რუსები! - ამიტომ - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მზიურ საქართველოში, სადაც უყვარხართ და გელიან! სწორედ ახლა იწყება შესანიშნავი თბილი ქართული შემოდგომა და ყურძნის მოსავლის შეგროვების - რთველის დრო... ”, - დაწერა გუშინ საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.