საზოგადოება
ევროპული ფასეულობები: ანგლოსაქსური სამყაროს დედაქალაქის - ქვეყნის ლიდერი სუფრასთან დასვეს, მან კი ფეხები მაგიდაზე შემოაწყო!

 საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ელისის სასახლეში შეხვედრისას ფეხი მაგიდაზე შემოდო. ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის ქმედება გააკრიტიკეს სოციალურ ქსელებში. კერძოდ, ჯონსონის ბიოგრაფმა სონია პერნელმა მის ქცევას "უხეში და სამარცხვინო" უწოდა.

წარმოიდგინეთ, მაკრონს რომ მაგიდაზე ფეხები შემოეწყო ბუკინგემის სასახლეში!” - დაწერა მან ტვიტერზე.

გაზეთის The Sun რედაქტორმა ტომ ნიუტონ დანმა პოლიტიკოსი მენსფრედინგში (მამაკაცის ჩვევა, იჯდეს ფართოდ გაშლილი ფეხებით) დაადანაშაულა. სხვა მომხმარებლებმაც ჯონსონის ეს საქციელი ასევე არადიპლომატიურად და კარგი მანერების უქონლობის ნიშნად მიიჩნიეს.